მამაკაცმა 12 წლის მოზარდი დანით მძიმედ დაჭრა

ფინეთის ქალაქ ოულუში, პოლიციამ 33 წლის მამაკაცი 12 წლის მოზარდის დანით დაჭრის ფაქტზე დააკავა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის Yle-ის ინფორმაციით, 33 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებთან არის დაკავშირებული.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტი ოულუს სავაჭრო ცენტრ ვალკეაში მოხდა. მამაკაცმა უცხო წარმოშობის 12 წლის ფინელს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.
„მამაკაცმა მსხვერპლს ზურგში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. შემდეგ მან შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საწყის ეტაპზეა. დანაშაულის ჩადენის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია”, – ნათქვამია ფინეთის პოლიციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ