მამაკაცი, რომელმაც Red Bull-ს ცნობილი სლოგანის გამო „რედ ბული აფრთიანებს“ უჩივლა, $13 მლნ-ს მიიღებს

ენერგეტიკული სასმელების პოპულარული კომპანია Red Bull დათანხმდა 13 მილიონი დოლარის გადახდას კლასობრივი საჩივრის საპასუხოდ. სარჩელი კომპანიის ცნობილ სლოგანს „Red Bull Gives You Wings“ – „რედ ბული აფრთიანებს“ ეხებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული სასმლის მოხმარებით ფრთების გამოსხმა არარეალურია, მოსარჩელე ბენჯამინ კრაზერსმა ეს საკითხი სერიოზულად მიიღო.
იგი ამტკიცებდა, რომ Red Bull-ის პრეტენზია მაღალი ენერგეტიკული სარგებლის მიწოდების შესახებ, მეცნიერულად არ დასტურდებოდა. მისი პოზიციით, კომპანია აღნიშნული სლოგანით გასცდა რეკლამის პრინციპებს და თაღლითობაში გადავიდა.
მოსარჩელის მოტივი ამ დრომდე არ არის ცნობილი. გაურკვეველია, იგი პროდუქტით იყო უკმაყოფილო, თუ უბრალოდ ყურადღების მიქცევა სურდა.
Red Bull-ის გადაწყვეტილება მორიგების შესახებ შეიძლება მიუთითებდეს სტრატეგიულ ნაბიჯზე, რათა თავიდან აიცილოს ხანგრძლივი სამართლებრივი დავა და მასთან დაკავშირებული ხარჯები.
გადაწყვეტილების საპასუხოდ, Red Bull-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც რაიმე სახის დარღვევას უარყოფდა. კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან გადაწყვიტა თავი აარიდოს სასამართლო პროცესებთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნული მორიგებით სასამართლო დავა დასრულებულად გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ