მამადუ სახო: ჩვენ მზად ვართ – გულშემატკივრებს მოვუწოდებ, სტადიონზე მოვიდნენ

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ომონიასთან“ 1:3 დამარცხდა, დღეს კი ამ გუნდს საპასუხო შეხვედრაში უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირების წინ კლუბის პრესსამსახურთნ კომენტარი ქუთაისური გუნდის მცველმა მამადუ სახომ გააკეთა:
“მოედნის მიღმა ბევრი საუბარი არ მიყვარს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხვალინდელ მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით. ვართ თავდაჯერებულები, დანებებას არ ვაპირებთ.
ფეხბურთი განსაკუთრებულია, მეორე შანსი გვეძლევა და პირველ მატჩში დაშვებული შეცდომების აქ გამოსწორებას ვეცდებით. რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ მარტივი მატჩი არც “ომონიას” ექნება. აქ, ქუთაისში, ჩვენი გულშემატკივრის წინ,
რომელიც ვიმედოვნებ, რომ სტადიონს გაავსებს, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს.
ჩვენ მზად ვართ. მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდნენ სტადიონზე”.