“მამადუ სახო “ტორპედოში”? – რუსული მედია შოკშია

რუსული sports-ი “ტორპედოში” მამადუ სახოს მომავალმა გადასვლამ გააოცა და წერილი გამოაქვეყნა.
მამადუ სახო “ტორპედოში” გადადის. დიახ, ჩვენც შოკში ვართ!
“მამადუ 2010-იანი წლების პსჟ-სა და პრემიერლიგის ვარსკვლავი. პარიზელთა კაპიტანი 17 წლის გახდა, საფრანგეთში მოიგო ყველაფერი, რაც შეეძლო და 23 წლისა “ლივერპულში” წავიდა.
ინგლისში ტოპ-თამაშსა მემების გენერაციას შორის ბალანსირებდა. 2016-ში დოპინგზე გამოიჭირეს, გამოტოვა ევროპის ლიგა და ევროპს ჩემპიონატი, მაგრამ შემდეგ WADA-ს (მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო) ცილისწამების საქმეზე სასამართლო მოუგო. თუმცა, კლოპთან კარგი ურთიერთობა ვერ
დაამყარა და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2017-ში “კრისტალ პალასში” გადაბარგება მოუწია.
ლონდონში გატარებული 4 წლის შემდეგ მამადუ ლიგა 1-ში დაბრუნდა, სადაც 2.5 სეზონი “მონპელიეში” გაატარა. 2023-ის ნოემბერში ვარჯიშზე მიშელ ტერ-ზაკარიანთან შეხლა-შემოხლის გამო კლუბთან კონტრაქტი სკანდალურად გაწყვიტა. მიზეზი სასაცილო იყო: მწვრთნელმა მასზე უხეშობისთვის ჯარიმა არ დააფიქსირა და კონფლიქტი დაიწყო, სახო საყელოში სწვდა, ტერ-ზაკარიანმა კი “პლაკსა” უწოდა.
ახლა მამადუ 34 წლის ასაკში თავისუფალი აგენტია – არა მხოლოდ მდიდარი კარიერით, არამედ ტრავმების ისტორიით. დაეხმარება თუ რა “ტორპედოს” საჩემპიონო ბრძოლაში? თუ ქუთაისურ გუნდში გადასვლას სერიოზულად მოეკიდება, მაშინ აუცილებლად – სულ რაღაც ნახევარი წლის წინ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის შუა ნაწილში მყოფი გუნდის ძირითადი მცველი იყო. ნაკრებში ჩატარებული 29 მატჩიც რაღაც ღირებულს წარმოადგენს.
რას წარმოადგენს “ტორპედო” და იქ ვინ თამაშობს?
“ტორპედო” საქართველოს ჩემპიონატში ბუქსირებს – ბოლო 6 შეხვედრიდან 5 ფრედ დაასრულა და ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ტურნირზე 36-დან მხოლოდ 14 ტურია ჩატარებული. მამადუს შეუძლია საზაფხულო შესვენების მერე ეფექტურად შეიჭრას და თამაში გადააბრუნოს. მას კი დაეხმარებიან:
* ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ბიორნ იონსენი 7 გატანილი გოლით ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია. მან ეროვნული გუნდის ღირსება 16-ჯერ დაიცვა და ერლინ ჰოლანის დებიუტისას მოედანზე იყო.
* ავღანეთის ნაკრების ფეხბურთელი რახმატ აკბარი. ავსტრალიაში გაიზარდა და მთელი კარიერა იქ გაატარა, მაგრამ 2023 წელს ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა, ავღანეთის ნაკრებს შეუერთდა (იქ დაიბადა) და ქუთაისურ კლუბში გადავიდა.
* გიორგი არაბიძე – “ქართველი მესი”, რომელმაც საზღვარგარეთ თავი ვერ წარმოაჩინა, თუმცა სამშობლოში დაბრუნებული უკვე ორი წელია გლიჯავს. ევრო 2024-ზე გამგზავრების კანდიდატად ითვლება, თუმცა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტში სახალხოდ განაცხადა, რომ გიოსგან მეტს მოელის”.