“მივმართავ მაგდალინა თოდუას, ჩემს კოლეგას და თანაქალაქელს […] რანაირად შეიძლება დემოკრატიას ასწავლიდე სკოლაში და თან, სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების ასეთ შეზღუდვას შეუწყო ხელი? რა უნდა ასწავლოთ, ქალბატონო მაგდალინა, სექტემბერში საკუთარ მოსწავლეებს?
მივმართავ ირაკლი დგებუაძეს – ადამიანი ხარ, კაცი ხარ, თუ ლაჩარი ხარ? იმიტომ, რომ ქართულ რეალობაში, ქართულ ლიტერატურაში ქართლ მწერლობაში არ არსებობს მაგალითი, როდესაც მამაკაცი პასუხს სთხოვს ქალს სილის გარტყმის გამო”, – მალხაზ ჭკადუას გამოსვლა ზუგდიდში გამართულ აქციაზე.


