მალხაზ მაჩალიკაშვილი: რუსეთში რუსები ექცევიან ქალებს ასე, როგორც დღეს საქართველოში ექცევიან

ქართული ოცნება საყრდენად რას ხედავს? ერთი არის — ის, დან არჩევნებამდე მათი ცხოვრება. შემდგომ, არჩევნების მერე — ის, რაც დახარჯეს, იმის ისევ საზოგადოების ჯიბიდან ამოღება. ეს ერთი.
მეორე — პროპაგანდა. ჩვენ პროპაგანდას შევეხეთ, ხომ? ეს ძალიან, ძალიან ძლიერი იარაღი აქვთ „ქართულ ოცნებას“ ხელში. ამას ძალიან მაგრად იყენებენ, სამწუხაროდ. ამას საზოგადოებაც იჯერებს, მაგრამ ამასაც დაესმება წერტილი.
რაც შეეხება ახლა ამ ქალების მიმართ ასეთ ქცევას — აი, ამ ჟურნალისტ ქალებს, მასმედიიდან ქალებს, სხვა ნებისმიერ ქალებთან ამათი, ასე ვთქვათ, იმ მხრიდან ურთიერთობა — ეს ყველა წითელ ხაზს გადის.
ეს არც ერთ კავკასიური ეროვნების ტრადიციებში არ მოდის. ყველაზე მეტად, მე მართლა გეტყვით, რომ ყველაზე მეტად ის მზარავს, როცა ქართველი პოლიციელი იქნება თუ ხელისუფლების წარმომადგენელი — ქალს ექცევა ძალიან არასათანადოდ, არატრადიციულად.
რუსეთში რუსები ექცევიან ქალებს ასე, როგორც დღეს საქართველოში ექცევიან. ჩვენი ძირძველი ქვეყანა, ერთ-ერთი კავკასიის გასაღები — საქართველო, თავის ტრადიციებითა და კულტურით ცნობილი.
მე თვითონ, მოგეხსენებათ, ორი ქვეყნის შვილი ვარ და ორივე ტრადიცია ერთმანეთში არის შერწყმული, მაგრამ ჩვენში ყოველთვის ქალი ფასობდა უმაღლეს დონეზე.
დღევანდელი ხელისუფლება, ეს რუსული რეჟიმი, რას აკეთებს? რას აკეთებს! — ყველაზე კაცისთვის ყველაზე მიუღებელ იარაღს იყენებენ: ქალების დაჩაგვრით, ქალების ცემით, ქალების შეურაცხყოფით.
ეს ნამდვილად, ნამდვილად ძალიან მიუღებელია ჩვენთვის, ქართველებისთვის, ასევე — მთელი კავკასიის ერებისთვის. ამას დღეს თუ არ ხედავენ, ხვალ აუცილებლად მიხვდებიან.
ისინიც კი ხვდებიან, მაგრამ არ უნდათ რომ მიხვდნენ, რომ ეს ძალიან ცუდ რაღაცას ჩადიან.
მაგრამ არის საზოგადოება, ხომ? — ქვეყნის ის დიდი ნაწილი, რომელიც ამას ხედავს და ჯერ ხმას არ იღებს, როგორც საჭიროა. მალე ამოიღებენ ხმას.
ქალებზე, ქალებთან ასე მოქცევა, ასე არაჯელტმენურად მოქცევა — ეს ჩვენში არ ჯდება, არ მოდის. და ეს უნდა შეიგნოს რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა და მის, ასე ვთქვათ, მონა-მორჩილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრებმა.
ქალის პატივისცემის მიმართ თუ გაჩნდა ეროზია — მართლა, ამ ეროზიას ვერ შევავსებთ და ამის მკურნალობა არ არსებობს. ეს აქამდე არ უნდა მივუშვათ.
ამიტომ არ ვაკეთებთ ჩვენს საკმარისს — უნდა ამოიღოს ყველამ ხმა.
პირველ რიგში უნდა იყოს ქვეყანაში ქალი დაცული და შემდეგ — ბავშვიც დაცული.
იქნა — იქნება, და უსამართლობაც აღმოიფხვრება.