მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძეზე: ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა

მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამბობს, რომ მას პირადად იცნობდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
“არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ ტკივილშიც არის ისევ დიდი სხვაობა. არის ადამიანი, რომელიც თავისი სიკვდილით კვდება და გტკივა გაუსაძლისად. არის ტკივილი, ვინმე მხეცი მოგიკლავს ახლობელს თუ ოჯახის წევრს, როცა სრულიად არ ელოდები, მსგავსი უბედურება დაგატყდება თავს. ეს ტკივილი ბევრად უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე ის ტკივილიმ რომელიც აღვნიშნე. ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი.
როგორ შეიძლება ასეთ მშვენიერებას ასე უმოწყალოდ მოექცე, ამაყობდე შენში, რომ მისნაირი მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და ამავე დროულად გრცხვენიდეს შენი საქციელისა. ძალიან მტკივა ის ყველა სისხლის წვეთი, რომელიც სხვისი ხელით მხეცურად დაიღვარა, იღვრება და დაიღვრება. სისასტიკეა, როცა შენ ფიქრობ, სახელმწიფო გიცავს, მაგრამ მას შენთვის არ სცალია და კიდიხარ.
ამ გოგონას ვიცნობდი საკმაოდ ახლოს, გუშინ აქეთ, რაც ეს ამბავი გავიგე, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა. მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ, ვიცი, შენ სხვებს არ გავხარ. ან რატო არ უნდა გაებედა ჩემამდე მოსვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილი ვართ. ღმერთმა თავად ხომ ყველაზე კარგად იცის, ვის ქმნის და რატომ ქმნის. მე ამ დიდი მწუხარების მოზიარე ვარ”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე თბილისში 18 სექტემბერს მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებული ბ.ჯ. -მ დღეს დააკავა. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ