მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა matchtv-სთან ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.
– ახლა რუსულ ფეხბურთს თვალს ადევნებთ?
– რუსეთის კლუბების მატჩებს იქამდე ვუყურებდი, ვიდრე ევროტურნირებიდან არ მოკვეთეს. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ამიტომ ამჟამად რუსულ ფეხბურთს თვალს ნაკლებად ვადევნებ.
ჩვენი მეგობარი ლუკა გაგნიძე “დინამოში” თამაშობს. ის, ისევე, როგორც მე, ქუთაისელია. ერთი რაიონიდან ვართ. ძალიან კარგად ვიცნობ მის ოჯახს, თავად ლუკა ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. განვიცდით და ვგულშემატკივრობთ მას.
ცუდია, რომ რუსულ კლუბებს ევროპაში ასპარეზობის უფლებას არ აძლევენ. მიმაჩნია, რომ სპორტში პოლიტიკის ჩარევა სამართლიანი არაა. აქამდე მრავალი ქვეყანა იყო ჩართული შეიარაღებულ კონფლიქტში, მაგრამ იმავე ამერიკელ სპორტსმენებს არასოდეს არ უკრძალავდნენ საერთასორისო ტურნირებზე მონაწილეობას. ეს ხომ სპორტია – ის ისეთივეა, როგორც ხელოვნება, შეუძლია ქვეყნები და ხალხი დააახლოოს და შეარიგოს. ეს მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა იქნეს გამოყენებული.
– ახლა საქართველოში რუსეთის მიმართ როგორი დამოკიდებულებაა?
– რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ხალხს შეიძლება სახელმწიფოების მთავრობების მიმართ პრეტენზიები ჰქონდეს, თუმცა არა – ერთმანეთისადმი. ჩვენ გვაერთიანებს მუსიკა, რწმენა, ხელოვნება, მეგობრები. ადამიანურ ურთიერთობებში პოლიტიკამ მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს, ისევე, როგორც სპორტში…ინტერვიუ წაიკითხეთ სრულად sportall.ge