მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს – ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ

მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა matchtv-სთან ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ს ურთიერთობეზე ისაუბრა.
– ახლა რუსულ ფეხბურთს თვალს ადევნებთ?
– რუსეთის კლუბების მატჩებს იქამდე ვუყურებდი, ვიდრე ევროტურნირებიდან არ მოკვეთეს. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ამიტომ ამჟამად რუსულ ფეხბურთს თვალს ნაკლებად ვადევნებ.
ჩვენი მეგობარი ლუკა გაგნიძე “დინამოში” თამაშობს. ის, ისევე როგორც მე, ქუთაისელია. ერთი რაიონიდან ვართ. ძალიან კარგად ვიცნობ მის ოჯახს, თავად ლუკა ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს. განვიცდით და ვგულშემატკივრობთ მას.
ცუდია, რომ რუსულ კლუბებს ევროპაში ასპარეზობის უფლებას არ
აძლევენ. მიმაჩნია, რომ სპორტში პოლიტიკის ჩარევა სამართლიანი არაა. აქამდე მრავალი ქვეყანა იყო ჩართული შეიარაღებულ კონფლიქტში, მაგრამ იმავე ამერიკელ სპორტსმენებს არასოდეს არ უკრძალავდნენ საერთასორისო ტურნირებზე მონაწილეობას. ეს ხომ სპორტია – ის ისეთივეა, როგორც ხელოვნება, შეუძლია ქვეყნები და ხალხი დაახლოვოს და შეარიგოს. ეს მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა იქნას გამოყენებული.
– ახლა საქართველოში რუსეთის მიმართ როგორი დამოკიდებულებაა?
– რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, ხალხს შეიძლება სახელმწიფოების მთავრებების მიმართ პრეტენზიები ჰქონდეს, თუმცა არა – ერთმანეთისადმი. ჩვენ გვაერთიანებს მუსიკა, რწმენა, ხელოვნება, მეგობრები. ადამიანურ ურთიერთებობში პოლიტიკამ მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს, ისევე როგორც სპორტში.
რა თქმა უნდა, ყველანაირი ხალხი არსებობს. ვიღაცას საქართველოში რუსული მუსიკის აკრძალვა უნდოდა, ხელოვნების, პოეტების, მაგრამ ეს აქ რა შუაშია? მიყვარს ცოის მუსიკის მოსმენა, შუფუტინსკის, კიდევ ბევრი სიმღერის და ეს ვინმემ რატომ უნდა დამიშალოს? ასევე წინააღმდეგი ვარ, რომ რუს სპორტსმენებს საზღვარგარეთ ასპარეზობა აუკრძალონ. ნეგატივი ჩვეულებრივ ადამიანებს შორის არ უნდა არსებობდეს ქვეყნის ლიდერების განსხვავებული პოლიტიკის გამო.
ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყველა დონეზე მოწესრიგდეს, რუსი სპორტსმენები კი საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ. სპორტსმენი პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს, ის იქ არაფერ შუაში არაა. ამერიკელებმა -ის მთელ ისტორიაში ძალიან ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს, ასეთი ლოგიკით მათი სპორტსმენები სამუდამოდ მოსაკვეთები იყვნენ, თუმცა ისინი შეჯიბრებებში თამაშობენ და მონაწილეობას იღებენ.
წყარო
სუფთა ზაზა ჯანაშიაა. ამერიკელებზე ლაპარაკობს “კაცი” საქართველოდან, რომლის ქვეყანაშიც რუსებმა ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშა და სამაჩაბლოს, აფხაზეთს გვართმევს.