მალტის პოლიციამ განცხადებების ონლაინ მიღება დაიწყო

მალტის მაცხოვრებლებს ახლა უკვე შეუძლიათ პოლიციაში განცხადება ონლაინ ისე გააკეთონ, რომ განყოფილებაში არც კი გამოცხადდნენ.
ქვეყანამ დანერგა სპეციალური ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც ძირითადად მცირე დანაშაულისთვისაა განკუთვნილი და პოლიციელის დაუყოვნებლივ ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, თუმცა, ეს შესაძლებლობა ასევე შეიძლება გამოიყენონ მძიმე დანაშაულის მსხვერპლებმაც, თუ მათ ეშინიათ განყოფილებაში მისვლა.
პოლიციელი ონლაინ განმცხადებელს თავად გაჰყვება და დაეხმარება ელექტრონული ფორმების სწორად შევსებაში. ამის შემდეგ პოლიციელი დეტალების გასარკვევად განცხადების გამკეთებელ პირს დაუკავშირდება მას WhatsApp-ის, Skype-ის, Microsoft Teams-ის, Google Meet-ის ან Facetime-ის მეშვეობით.
ონლაინ განაცხადის სისტემა მალტაში უკვე ფუნქციონირებს, თუმცა, აქამდე მისი მეშვეობით მიღებული შეტყობინებები ხშირად არ შეიცავდა სრულყოფილ და აუცილებელ ინფორმაციას, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებს უწევდათ ეთხოვათ მოქალაქეებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შევსება. ახალი სისტემა ამ დისკომფორტს აღმოფხვრის და რეაგირების პროცესს უფრო დააჩქარებს.
შეგახსენებთ, ბელგია კიდევ უფრო შორს წავიდა და დისტანციური პატიმრობისა და ონლაინ სასამართლოს პრაქტიკას ამკვიდრებს.

ასევე დაგაინტერესებთ