მალტაში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი შექმნეს ფერმერების დასახმარებლად. მას შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა ამოცანები დიდ პერიმეტზე და ნავიგაცია ონლაინ რუქების გამოყენებით, რომელიც რამდენიმე სატელიტური სისტემის მონაცემებს ეყრდნობა, მათ შორისაა რუსული GLONASS-ი.
ზუსტი ნავიგაციის უნარის წყალობით, ფერმერებს შეუძლიათ რობოტის მარშრუტების დადგენა სანტიმეტრის სიზუსტით.
მოწყობილობა შეუძლია მოსავლის ტრანსპორტირება, ბალახის მოჭრა, სარეველების ამოღება და ფერმის ვიზუალური დათვალიერება.
რობოტების შექმნის იდეა თავად ფერმერებისგან მოვიდა. ისინი ეძებდნენ სისტემას, რომელსაც შეეძლო ფიზიკური შრომის შემცირება და მუშაობის ტემპის დაჩქარება.
ამ ეტაპზე დეველოპერულ კომპანიას 7 მზა რობოტი აქვს. მომავალში ინჟინრები მასობრივი წარმოების დაწყებას ელიან.
წლის დასაწყისიდან მალტის ქალაქების ქუჩებს, სანაპიროებსა და მოედნებს უკვე ასუფთავებენ რობოტები. მოწყობილობები მუშაობს ელექტროენერგიით, არის სრულიად ავტონომიური და არ საჭიროებს ადამიანის მონაწილეობას პროცესში.