მალტაში, კუნძულ კომინოზე ტურისტების რაოდენობას შეზღუდავენ

მალტა გეგმავს ტურისტების რაოდენობის შემცირებას კუნძულ კომინოზე, სადაც თვალწარმტაცი ყურე „ლურჯი ლაგუნა“ გამჭვირვალე ლურჯი წყლით. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ზაფხულის სეზონის პიკზე – ივლისსა და აგვისტოში კომინოზე ყოველდღიურად 10000-მდე ტურისტი ჩადის, რაც აზიანებს კუნძულის ეკოსისტემას. ვიზიტორთა რაოდენობის განახევრება იგეგმება.
ამ მიზნის მისაღწევად, დაწესდება შეზღუდვები მგზავრების რაოდენობაზე, რომელთა გადაყვანაც შეუძლიათ კომერციულ ნავებს, ხოლო ტურისტებს ყურედან უფრო შორს ჩამოსვამენ. ეს ზომები ძალაში მიმდინარე წლის ზაფხულში შევა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”