მალტაში, დეველოპერებს ახალი შენობების სახურავებზე მზის პანელების დაყენება დაევალებათ

მალტელ დეველოპერებს მოეთხოვებათ მზის პანელები ან განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დაყენება ახალი მაღალსართულიანი შენობების სახურავებზე – ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ინიციატივა მთავრობამ უკვე დაამტკიცა და ახლა მას დაგეგმვის სამსახური და არქიტექტორთა პალატა შეათანხმებენ.
ახალი მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ შენობებზე, რომლებიც მიაღწევენ მაქსიმალურ დასაშვებ სიმაღლეს (განსხვავებები იქნება უბნების მიხედვით). ეს ხელს შეუშლის მზის პანელების დაჩრდილვას მეზობელი შენობების მიერ.
მალტის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანა ენერგიის 10,9%-ს განახლებადი წყაროებიდან აწარმოებდა.

ასევე დაგაინტერესებთ