მალიორკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 27 ადამიანი

მალიორკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. the guardian-ის ცნობით, სანაპიროზე მდებარე ორსართულიანი შენობა ადგილობრივი დროით 20:30 საათზე (23მაისი) ჩამოინგრა. როგორც ვარაუდობენ, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ხელისუფლება მოუწოდებს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, გამოცხადდეს და დაეხმაროს გამოძიებას.