მალიმ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

მალის გარდამავალმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა სთან, რომელსაც მეამბოხე ტუარეგების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
მალის ჩრდილოეთში მოქმედმა ტუარეგებმა ივლისის ბოლოს განაცხადეს, რომ გაანადგურეს სამთავრობო ძალების ჯარისკაცების და მათი მხარდამჭერი რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების კოლონა.
„ვაგნერი“ აქტიურად იყო ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ს ომშიც. მეამბოხე ტუარეგებმა კოლონის განადგურების შემდეგ ფოტო გადაიღეს უკრაინის დროშასთან ერთად.
2 აგვისტოს, სააგენტო AFP-მ ტუარეგების განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ლიკვიდირებულია სულ მცირე 84 „ვაგნერელი“ და მალის სამთავრობო არმიის 47 ჯარისკაცი.
მალის გარდამავალი მთავრობა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელ ანდრი იუსოვს ბრალს სდებს ტუარეგებისთვის დახმარების გაწევის აღიარებაში, ხოლო სენეგალში უკრაინის ელჩ იური პივოვაროვს მეამბოხეთა მხარდამჭერ განცხადებაში.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 29 ივლისს განაცხადა, რომ მალიში მეამბოხეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია და არა მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც მათ დაეხმარა რუსი სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციის ჩატარებაში.
ტუარეგების მხარდამჭერი პოსტი გამოქვეყნდა სენეგალში უკრაინის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე. ეს ფაქტი სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა თავის ტერიტორიაზე პროპაგანდის გადატანის მცდელობად და პროტესტის ნიშნად დაიბარა უკრაინის ელჩი იური პივოვაროვი.
მალის გარდამავალი მთავრობის განცხადებაში, რომელიც 4 აგვისტოს გამოქვეყნდა და უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ეხება, დასავლეთ აფრიკის ეს ქვეყანა კიევს ადანაშაულებს ტერორიზმის მხარდაჭერაში, აგრესიაში და მალის სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში.
უკრაინასა და მალის შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ