,, მალვე კიდევ ერთი სუსის უფროსი მოგვევლინება!!!.” – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ-პოსტს აზიარებს და წერს:
,,ესეიგი ალბად მალვე კიდევ ერთი სუსის უფროსი მოგვევლინება!!!.
და სრულიად ვეთანხმები პოსტის დასკვნასაც : ეს არის სწორედ ის ნიშანი რეჟიმის სისუსტისა და უუნაროობის, რაც ახასიათებს ასეთ რეჟიმების დაღმავალ / დასრულების ფაზას.
და ეს სისუსტე და დაბნეულობა გარკვეულ წილად გაუტეხავი და მშვიდობიანი პროტესტის უტყუარი შედეგია.
რაც წელში გამართული და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია პროტესტი, მით უფრო ეცლება საყრდენი რეჟიმს და შეცდომებს უშვებს. და პირიქით, რაც სასოწარკვეთილების ცდუნებას ეძლევა პროტესტი, მით უფრო რეჟიმი რაღაც ბოლო ძალას იკრეფს.“