კომპანია Meta-ს ინფორმაციით, პოპულარულ სოციალურ ქსელ Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა. ესაა AI Studio, რომლის მეშვეობითაც თქვენს AI ვერსიას შექმნით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის უკვე ხელმისაწვდომია და ნელ-ნელა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც ჩაეშვება.
AI Studio-ს არსებობა ნიშნავს, რომ თუ მომხმარებელს ამის სურვილი ექნება, მის მაგივრად გამომწერების შეტყობინებებსა და კომენტარებს ხელოვნური ინტელექტი უპასუხებს, კრეატორებს კი ის მეტი ადამიანის მიზიდვაში დაეხმარება.
როგორც ცნობილია, AI Studio-ს გამოყენება სპეციალურ ვებგვერდსა და თავად Instagram-ზეა შესაძლებელი, რისთვისაც ახალი “AI chat” უნდა წამოიწყოთ. კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, ხელოვნური ინტელექტი სოციალურ ქსელში მათი პროფილის შიგთავსს მოარგონ: მონიშნონ საკითხები, რომლებთან შეხებაც არ უნდათ და ისეთი ბმულებიც მიუთითონ, რომელთა გაზიარებაც სურთ.
ახალი ფუნქციის წყალობით შესაძლებელია, ავტომატური პასუხის რეჟიმი გაააქტიუროთ და ხელოვნურ ინტელექტს წინასწარ განუსაზღვროთ, რომელ გამომწერებთან გსურთ კონტაქტი. ასევე, AI Studio საშუალებას მოგცემთ, შექმნათ AI პერსონაჟები, რომელთაც Meta-ს სხვადასხვა აპლიკაციაში გამოიყენებთ.
რა თქმა უნდა, Instagram-ის მომხმარებლებისთვის ხილული იქნება, AI ჩატბოტს ესაუბრებიან, თუ თავად სოციალური ქსელის ანგარიშის მფლობელს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ზოგჯერ პრობლემატურ საკითხებს ეხება, რომლებთან ასოცირებაც არავისთვისაა სასურველი.
კომპანია ინსტრუქციასაც გვიზიარებს, რომელიც AI Studio-ს გამოყენებაში დაგვეხმარება.
· გადახედვა მეცნიერება ზოგჯერ მკვდარი ვარსკვლავები ხელახლა ანათებს — შესაძლო მიზეზი გრავიტაციაა ზოგჯერ მკვდარი ვარსკვლავები ხელახლა ანათებს — შესაძლო მიზეზი გრავიტაციაა
· გადახედვა მეცნიერება 6 რამ, რისი გაკეთებაც Gen Z-ს დემენციის თავიდან ასაცილებლად შეუძლია 6 რამ, რისი გაკეთებაც Gen Z-ს დემენციის თავიდან ასაცილებლად შეუძლია