მალე მოლაპარაკებები დაიწყება – თურქული კლუბი ქოჩორაშვილის შეძენას შეეცდება

spor.haber7-ის და fotomac-ის ცნობით, შენოლ გიუნეშის ნაცვლად „ტრაპზონსპორის“ მწვრთნელად დანიშნულმა ფატიხ ტეკემ საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის შეძენის სურვილი გამოთქვა.
აღნიშნულია, რომ ტეკეს სკაუტებმა ქოჩორაშვილის შეძენა ურჩიეს, მან ქართველის თამაშს უყურა, ძალიან მოეწონა, კლუბს ტრანსფერის განხორციელება დაავალა და მალე მოლაპარაკებები დაიწყება.
გამოცემები წერენ, რომ ქოჩორაშვილი საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ ცენტრალურ ნახევარმცველადა შეუძლია თამაში, ნაკრებსა და თავის ამჟამინდელ გუნდში თავი ჩინებულად წარმოაჩინა, მისი ღირებულება კი თანდათან იზრდება.
„ტრაპზონსპორმა“ ზამთარში „შახტარისგან“ ალეკსანდრ ზუბკოვი და დანილ სიკანი იყიდა და ზაფხულში შემადგენლობის კიდევ უფრო
გაძლიერებას შეეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში