იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში “მილანი” გასვლაზე “კომოს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. “როსონერის” მხრიდან გამათანაბრებელი გოლი 71-ე წუთზე ტეო ერნანდესმა გაიტანა, რაც სარეკორდო აღმოჩნდა.
ფრანგ ფეხბურთელს “მილანის” ფორმით 30 გოლი მოუგროვდა, რაც “ლომბარდიელთა” რიგებში მცველების მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელია.
აქამდე რეკორდი ლეგენდარულ პაოლო მალდინის ეკუთვნოდა, რომელმაც “როსონერის” ფორმით მეტოქეთა კარი 29-ჯერ აიღო.