მალდივის კუნძულებზე ახალგაზრდებს, მათ შორის ტურისტებს, მოწევას აუკრძალავენ

მალდივებზე ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს მოწევას 2007 წლის 1 იანვარს ან შემდეგ დაბადებული ნებისმიერი პირისთვის. წესი შეზღუდავს თამბაქოს ნაწარმის ყიდვა-გაყიდვას როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
მალდივების კუნძულების ჯანდაცვის სამინისტრომ ინიციატივას „ისტორიული ეტაპი“ უწოდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის მიზანია „თამბაქოსგან თავისუფალი თაობის შექმნა“.