მალდივები ტურისტებისთვის გადასახადებს გაზრდის

მალდივის კუნძულების მთავრობამ გადაწყვიტა ბიუჯეტის შესავსებად ტურისტებისთვის გადასახადები გაზარდოს – ინფორმაციას,ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათ შორისაა „მწვანე“ გადასახადი, ტურისტული გადასახადი, აეროპორტის მომსახურების გადასახადი და ტურისტული საქონლისა და მომსახურების გადასახადი – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
2025 წლის 1 იანვრიდან გაორმაგდება მწვანე გადასახადი, რომელიც თითოეულ ტურისტს ეკისრება სასტუმროში ან სხვა განსახლების ობიექტში დღიური ყოფნის პერიოდში. გადასახადი იქნება $3-დან $6-მდე დღეში ტურისტებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ სასტუმრო სახლებში და 50-ზე ნაკლები ნომრის მქონე სასტუმროებში და $6-დან $12-მდე დღეში დიდ კურორტებზე მყოფი ტურისტებისთვის.
2024 წლის 1 დეკემბრიდან ქვეყანაში შესვლის საფასური და აეროპორტის განვითარების საფასური იზრდება. ასე რომ, ეკონომკლასის მგზავრებისთვის ისინი 30-ის ნაცვლად 50 დოლარი იქნება, ანუ სულ 100 დოლარი. ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის – 120$ წინა 60-ის ნაცვლად, ჯამში 240$. პირველ კლასზე – 240$ 90-ის ნაცვლად (სულ 480$). ბიზნეს ჯეტების მგზავრებს კი თითქმის 1000 დოლარის გადახდა მოუწევთ – მათთვის ყოველი გადასახადი 120 დოლარიდან 480 დოლარამდე გაიზრდება.
არქიპელაგის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ საზღვარგარეთ, გადასახადი დარჩება $12, თუ მოგზაურობენ ეკონომ კლასში, მაგრამ ბიზნესის, პირველი კლასის და კერძო თვითმფრინავის მგზავრებისთვის, გადასახადი გაიზრდება იმავე ტემპით, როგორც უცხოელებისთვის.
ტურისტულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე გადასახადი 2025 წლის 1 ივლისიდან 16-დან 17%-მდე გაიზრდება.
ელოდებიან, რომ ტურისტული გადასახადების ზრდა ხაზინას 175 მილიონი დოლარის დამატებით შემოსავალს მოუტანს. მალდივის ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაცია (MATI) ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…