მალგორჟატა გოსიევსკა: ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას?

ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგორჟატა გოსიევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.

„კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, პრორუსული პარტიის, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ქვეყანას ს მკლავებისკენ. დაპატიმრებები, ძალადობა ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვა არის ხელისუფლების პასუხი ქართული საზოგადოების მიმართ. საპროტესტო აქციები იმართება სლოგანის – „გაიღვიძე საქართველო“-ს ქვეშ, რაც, ვიტყოდი, რომ არის „გაიღვიძე ევროპა“ და დავდგეთ მომიტინგეების გვერდით“, – აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

მან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, კაია კალასს მიმართა, რომელმაც გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ „29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.

„ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას, რაც მათ პრეზიდენტ სააკაშვილს გაუკეთეს? თქვენ თქვით, რომ იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, უკვე მზადაა, მაშინ გააკეთეთ ეს, მინიმუმ გააკეთეთ ეს! უნდა ვიმოქმედოთ დალოდების გარეშე, ქართველები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან, მოდით, დავეხმაროთ მათ“, – აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაფართოების ანგარიში – ევროკავშირის საბჭო საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას – საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლაზე

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშში ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე და იმეორებს „სერიოზულ შეშფოთებას“ მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით