მალგორზატა გოშიევსკა – უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია

საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები, ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი, – ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მალგორზატა გოშიევსკამ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, ორი თვეა საქართველოში ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს.
„ორი თვეა საქართველო ჩაფლულია მასობრივ პროტესტში სასტიკი, ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გააყალბა არჩევნები და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს. საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები, ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი. ჩვენ, ევროპარლამენტი, გვერდზე არ უნდა გავდგეთ, უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, თავისუფალი მედიის, პროევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით მოქმედების და გადაწყვეტილების მიღების დროა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში