მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

თბილისს უნდა მოვუწოდოთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად. კანონები, რომლებიც თავისი ბუნებით რეპრესიულია, გაწვეულ იქნას. ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია მას დაეხმაროს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს.

მისი თქმით, “ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ რეფორმების სიმბოლო იყო, ახლა კორუფციაში, რეპრესიებში, პოლიტიკურ ძალადობაში იხრჩობა”.

“150 ადამიანი ციხეშია პოლიტიკური მიზეზებით, მათ შორის ოპოზიციური ლიდერები, ჟურნალისტები, სოციალური მუშაკები, სტუდენტები, უბრალო მოქალაქეები, ვინც შეხედულებებისთვისა და მშვიდობიანი პროტესტისთვის ისჯებიან. ბატონი სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, ამის მაგალითია. მსურს ვახსენო, რომ ფაქტი არ არის ნახსენები რეზოლუციაში, რომელზე მოლაპარაკებაც გუშინ იყო. ეს მაკვირვებს, მაღელვებს. პოლიტიკური თამაშების დრო არაა. ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ კანონის, კანონის უზენაესობის ნაკლებობას ამ ქვეყანაში. ამაზე შესწორებები წარვადგინე.

ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი – რეჟიმი ანტიდასავლური პროპაგანდით, დეზინფორმაციით მუშაობს, როგორც . ასე რომ, ევროკავშირის სანქციები არა მხოლოდ პროპაგანდისტული სტილის მედიას, არამედ იმ ადამიანებსაც უნდა შეეხოს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე” , – განაცხადა გოშევსკამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?

ვოპკე ჰოეკსტრა: ასეთი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს ხელმისაწვდომი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, არც 2030 წლამდე, როგორც თქვენი მაღალჩინოსნები ამტკიცებენ და არც საერთოდ, თუ ეს კურსი გაგრძელდება…