მალაშხია: როდესაც ვამბობთ “არა რუსულ კანონს”, პირადად ვგულისხმობ “არა რუსულ ხელისუფლებას”

დღეს ხელისუფლებაში გვყავს ისეთი ძალა, რომელიც არ იმსახურებს ჩვენს ნდობას, რომელიც არა თუ არ იმსახურებს ჩვენს ნდობას, არის ქვეყნისთვის საზიანო, რადგან ის აფერხებს ჩვენს ევროინტეგრაციას, ის აფერხებს დემოკრატიულ პროცესებს. როდესაც ვამბობთ არა რუსულ კანონს, მე პირადად ამაში ვგულისხმობ არა რუსულ ხელისუფლებას, განაცხადა 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ნანა მალაშხიამ.