“მალაგებინეს ჭუჭყიანი თაროები, ჭუჭყიანი პროდუქცია… ისტერიული ტირილი ამივარდა, გავნადგურდი!” – რას წერს გეფას ყოფილი სტაჟიორი?

წლებია ვწვალობ რომ ვიმუშაო აფთიაქში ფარმაცევტად, მოხდა საოცრება და 2023 წლის 11 დეკემბერს თბილისიდან დამირეკა კომპანია #გეფას ეიჩარმა, მითხრა რომ ამიყვანდნენ, ჯი პი სის ახალი ფილიალისთვის, რომელიც იხსნება გორიმოლში. გავივლიდი ორ კვირიან არაანაზღაურებად სტაჟირებას, შემდეგ ჩავიშტატებოდი ფარმაცევტის თანაშემწედ, პარალელურად გავივლი მათ სკოლას და ახალი ფილიალისთვის მომაზადებდნენ. იმდენად დიდიხანია ვწვალობ ამ სფეროში განვვითარდე, თანახმა ვიყავი არანაზღაურებად სტაჟირებაზე. ორი კვირა კიარა ხალხო სამი კვირა ვიარე სამიიიიი… სრული განაკვეთით როგორც არიან სტაჟიორები,
ვალაგე ჭუჭყიანი თაროები, ჭუჭყიანი პროდუქცია ვასუფთავე, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ვაკეთებდი აღწერებს სადაც მიწევდა მძიმეების აწევა. როდესაც მიმატანინეს საბუთები, რეკვიზიტები და ვიყავი უბედნიერესი მეთქი ჩავიშტატები, ვიდექი დიდი კალათით ხელში აღწერისთვის ვაგროვებდი პროდუქციას, მოვიდა მენეჯერი ძალიან შეწუხებული და ძლივს მითხრა, თბილისმა დროებით გადაიფიქრა ახალი კადრის აყვანაო!
ვერ ავხსნი რა დამემართა, ისტერიული ტირილი ამივარდა, გავნადგურდი! შემრცხვა ვის ვუკეთე “უბროკა”, ის დრო რაც ჩემ შვილებს მოვაკელი ვიღაც მოუწესრიგებელ კომპანიას დავუთმე და საახალწო “უბორკა” მაკეთებინეს!
მივმართე რეგიონალურ მენეჯერეს თხოვნით, ჯერ მითხრა თუ ისევ გადაწყდა ახალი ფილიალის გახსნა აუცილებლად დამირეკავდნენ, იხსნება, ქალბატონო, ხომ იხსნება – რატო მითხარით ეხლა ახალი კადრი აღარ გჭირდებათ? ასე მომიშორეს დამალაგებინეს მატარეს, დამცინეს! აქამდე ჩუმად ვიყავი რადგან ისევ ველოდი ზარს! ეხლა მაინტერესებს როგორ მოვითხოვო ზარალის ანაზღაურება? ან რისი უფლება მაქვს? გთხოვთ დაცინვის გარეშე დამიწერეთ დახმარება თუ ვინმეს შეუძლია
ზუსტად მესმის შენი, მეც ასე დამემართა, მაგრამ ერთ კვირაში მიუგდე ის კალათები წამოვედი.
გზაში სკვერში დავჯექი და ვტიროდი სიხარულისგან,რომ ეს შევძელი!
უნამუსოები, მონებად გთვლიან!
დამლაგებელი ც ხდები და ყველაფერი!
სპეციალურად აკეთებენ!
ნაგვები.
აფთიაქში სტაჟირება უნდა ითვალისწინებდეს მედიკამენტებთან დაკავშირებულ საკითხებს და არა ჭუჭყიანი თაროების ლაგებას, სასამართლოს მიმართეთ და ისიც გაარკვიეთ, რამდენად სწორად გაიარეთ სტაჟირება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა