მაკტომინეი ნეაპოლშია – ახალ კლუბში შოტლანდიელის ანაზღაურება ცნობილია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს, შოტლანდიელი გუშინ ნეაპოლში ჩაფრინდა და “პარტენოპეი” მის ტრანსფერს უახლოეს საათებში დაადასტურებს.
“ნაპოლი” “წითელ ეშმაკებს” 30 მილიონ ევროს გადაუხდის, მაკტომინეი კი ხელფასის სახით ყოველწლიურად 3 მილიონ ევროს მიიღებს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სკოტი “პარმას” წინააღმდეგ მატჩში ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება.
შეგახსენებთ, “ნაპოლისა” და “პარმას” შეხვედრა ხვალ, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.