მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა – Le Monde

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე საპარლამენტო დანიშნა, – ამის შესახებ Le Monde წერს.
ფრანგული მედია წერს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში მისმა კოალიციამ მეორე ადგილი დაიკავა. წინასწარი შედეგებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ფრაქცია ულტრამემარჯვენა მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა. მისი პარტიის სიის სათავეშიც ჯორდან ბარდელაა. წინასწარი შედეგებით, მათ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების 30%-ზე მეტი მიიღეს.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ პარტია, რომლის კანდიდატთა სიის სათავეში ვალერი ჰეიერია, 15,2%-ით მეორე ადგილს იკავებს.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რაფაელ გლუკსმანის მეთაურობით სოციალისტებმა 14 პროცენტი დააგროვეს. ერიკ ზემორის ულტრამემარჯვენე „რეკონკისტამ“ 5,5% მიიღო, ხოლო მემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ (LFI) – 8,3%. მწვანეებმა მხოლოდ 5,2% დააგროვეს.
საფრანგეთში აქტივობა დაახლოებით 51% პროცენტი იყო