მაკრონმა ორბანი უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში მიიწვია

მაკრონმა ორბანი უკრაინის საკითხის განსახილველად პარიზში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დარწმუნება შეიძლება, რათა მან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს.
„ეს არის წმინდა ტაქტიკური მომენტი, ამიტომ არის გარკვეული ოპტიმიზმი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – განუცხადა Politico-ს ოფიციალურმა წყარომ.
მაკრონსა და ორბანს შორის შესაძლო შეხვედრა პარიზში, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას