მაკრონმა დახურულ შეხვედრაზე თქვა, რომ საფრანგეთს არ აქვს „ლიმიტი“ უკრაინის მხარდაჭერაში – France 24

საფრანგეთის პრეზიდენტი ში ომის განსახილველად საფრანგეთის ძირითადი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა.
ორსაათნახევრიანი აუდიენციის შემდეგ ზოგიერთი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ახლა უფრო შეშფოთებულია, ვიდრე შეხვედრამდე, რადგან მაკრონი მიემხრო უკრაინის „შეუზღუდავ მხარდაჭერას“ და არ გამორიცხა ჯარის გაგზავნაც.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერს მარინ ტონდელიეს თქმით, მან მაკრონს უთხრა, რომ პუტინს ზღვარი არ აქვს, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არც ჩვენ გვაქვს ლიმიტი“.
მარი ლე პენის პარტია „ეროვნული ერთობის“ (RN) პრეზიდენტმა ჯორდან ბარდელამ პრეზიდენტს მოუწოდა, არ წავიდეს რუსეთთან ომზე.
„პრეზიდენტის ხედვაა: „არა — ლიმიტებს და არა — წითელ ხაზებს“, — თქვა ბარდელამ.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მაკრონი „აგრძელებს უკრაინის ომში საფრანგეთის უშუალო ჩართულობის დონის ამაღლებას“.
შეხვედრა დახურული იყო, შესაბამისად, უცნობია, თავად მაკრონმა განაცხადა თუ არა წითელი ხაზების არარსებობის შესახებ, თუ ესაა დასკვნა, რაც პარტიის ლიდერებმა გამოიტანეს.
ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა საპასუხოდ „X“-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რუსეთსაც არ ექნება წითელი ხაზი საფრანგეთთან და მტრის წინააღმდეგ ყველაფერი ნებადართულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს