მაკრონმა განმარტა, თუ როგორ შეცვალა პუტინისადმი პირადი დამოკიდებულება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განმარტა, თუ როგორ შეცვალა პუტინისადმი პირადი დამოკიდებულება.

„თავიდან მართლაც (2017-2022 წლებში) ბევრჯერ დავუკავშირდი პუტინს. იყო შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში: საფრანგეთში, რუსეთში ვიზიტის დროს, საერთაშორისო ასპარეზზე. ამ „შეხვედრების“ მთავარი მიზანი ში მშვიდობა, „მინსკის შეთანხმებების“ დაცვა იყო“, – განაცხადა მაკრონმა უკრაინელ ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა ზელენსკის და პუტინის ერთადერთი შეხვედრა, რომელიც 2019 წელს პარიზში „ნორმანდიულ ფორმატში“ შედგა.

„აქ, ამ კედლებში, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ. ეს იყო 2019 წლის დეკემბერში, ჩვენ ვზრუნავდით ევროპის უსაფრთხოებაზე. გვინდოდა ხელახლა ჩაგვერთო პუტინი დიალოგში უსაფრთხოების შესახებ“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა განმარტა, რომ სანამ შესაძლებლობას ხედავდა, ცდილობდა პუტინთან საუბარს, მაგრამ მან ყველა ვალდებულება დაარღვია.

„სანამ ეს შესაძლებელი იყო, ვაგრძელებდი მასთან საუბარს, მაგრამ მასობრივი ომის დანაშაულის სცენების შემდეგ, ბუჩის შემდეგ, ომი სხვა ფაზაში გადავიდა. მივედი დასკვნამდე, რომ დღეს სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე“, – განმარტა პოლიტიკოსმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია იმით, რასაც აკეთებს უკრაინელი ხალხი, მაგრამ ახლა ფრონტზე ორივე მხრიდან ძალიან დიდი დანაკარგია. ამავდროულად, რუსეთმა შეძლო ამ ომის ორგანიზება, გრძელვადიანი ეკონომიკის აღდგენა, მაშინ როცა 2024 წელს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გაურკვევლობაა.

„ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ არა მხოლოდ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას, არამედ როგორი იქნება ეს ნამდვილი მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი და ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ გვჭირდება ეს ახალი იმპულსი ევროპის ქვეყნების დონეზე. დახმარების დასაჩქარებლად, სხვაგვარად მუშაობა. თუ მტერი ამბობს: „ჩვენ არ გვაქვს საზღვრები“, მაშინ რატომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ეს საზღვრები? ჩვენ გვაქვს მიზანი – არ და ვერ მოიგებს ამ ომს. ევროპაში მშვიდობა არ იქნება, თუ უკრაინას მოუწევს კაპიტულაცია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!