მაკრონმა განათლების 34 წლის მინისტრი დანიშნა პრემიერის თანამდებობაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 იანვარს ქვეყნის ახალ პრემიერ- მინისტრად განათლების მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი დანიშნა.
მაკრონი ცდილობს, ევროპის პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში ახალი სიცოცხლე შთაბეროს პრეზიდენტის პოსტზე თავისი მეორე ვადის მანდატს. ატალის დანიშვნა არ მოიტანს სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს, მაგრამ აჩვენებს მაკრონის სურვილს, მოშორდეს საპენსიო და ემიგრაციის სფეროებში შარშან გატარებული არაპოპულარული რეფორმების ჩარჩოებს და გაზარდოს თავისი ცენტრისტული პარტიის შანსები ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებში, რომელიც ივნისში გაიმართება.
ატალი, მაკრონის ახლო მოკავშირე, როგორც მთავრობის წარმომადგენელი ცნობილი გახდა კოვიდის პანდემიის დროს.
ის საფრანგეთის პრემიერის პოსტზე შეცვლის ელიზაბეტ ბორნის, რომლის გადადგომა მაკრონმა 8 იანვარს დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ