მაკრონი 26 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნების საშუალებად მიიჩნევს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ მოხარულია პარიზში მისი მიღებით. პრეზიდენტების შეხვედრა 3 ოქტომბერს ელისეს სასახლეში გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ, გვიან ღამით მაკრონის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ტექსტი, რომ მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რაც აყალიბებს პირობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს შეუძლია საქართველოს მისცეს ევროპულ გზაზე დაბრუნების საშუალება.
პრეზიდენტი პარიზში ჩავიდა ბრიუსელიდან, სადაც 2 ოქტომბერს შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს.
30 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. 1 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვარშავაში მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების ფორუმში და პოლონეთის პრეზიდენტ დუდას შეხვდა.
ევროკავშირის სახელმწიფოები და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევად აფასებენ ბოლო პერიოდში მიღებულ ე.წ. აგენტების და ლგბტ თემის უფლებების შემზღუდავ კანონებს, ანტიდასავლურ რიტორიკას და ბრალდებებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ მისი კურსი ისევ ევროპულია და ამასთან, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად