მაკრონი: ჩვენ გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმა უნდა შევიმუშაოთ. ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვას თავი

საფრანგეთის პრეზიდენტი,  აცხადებს, რომ ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვს თავი.

მიმართავში მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა შეიარაღდეს.

“ჩვენ გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმა უნდა შევიმუშაოთ. ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვას თავი. ჩვენ უფრო მეტად უნდა შევიარაღდეთ… ჩვენ ახალ ეპოქაში გადავდივართ”, – თქვა პრეზიდენტმა.

მან ევროპის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდება და თქვა, რომ ეს “რეგიონის რეინდუსტრიალიზაციას” ნიშნავს. მისივე თქმით, საფრანგეთი მოკავშირეებთან “გრძელვადიანი, მყარი, გადამოწმებადი სამშვიდობო შეთანხმების” ხელმოწერის მიზნით შეხვედრებს გააგრძელებს.

გარდა ამისა, მაკრონის თქმით, მომავალ კვირას პარიზში ევროპული არმიების მეთაურების მიწვევას აპირებს.

მისი განცხადებით, საფრანგეთი მზად უნდა იყოს, თუ მის გვერდით აღარ იქნება.

მიმართვის ბოლოს მაკრონმა ფრანგ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას