საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს, ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას მხარს ვერ დაუჭერენ.
“სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე კურსს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების კუთხით, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან მიმართებით მხარდაჭერის პოზიციაში არ ვიქნებით”, – წერია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.