მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი , გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ერთობლივ განცხადებაში საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავენ, ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ლიდერები ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ვერ მიემხრობიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას სანამ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.
„სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ შევძლებთ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებისადმი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ გაგზავნილი მოსაწვევი წერილის თანახმად საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები განიხილავენ საპარლამენტო “ს შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას”.
ბუდაპეშტში 8 ნოემბერს ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაერო-ს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.
დღეს 7 ნოემბერს კი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება 47 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით – მასში საქართველოდან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი მიიღებს მონაწილეობას.
ევროკავშირი უკვე არაერთი თვეა მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების, უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის, არალეგალური მიგრაციისა და გლობალური ვაჭრობის საკითხების შესახებ იმსჯელებენ.
ევროკავშირი უკვე არაერთი თვეა მკაცრად აკრიტიკებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, რომელიც ირწმუნება, რომ ევროპული კურსი უცვლელია, ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების და ში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
ევროკომისიამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა ყოველწლიური გაფართოების ანგარიშო, რომლის თანახმადაც, ევროკომისია არ აპირებს, საქართველოს ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცეს.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის მიერ გაკეთებული განცხადებით, საჭიროა საპარლამენტო არჩევნების დარღვევების “გამჭვირვალედ” გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს.
ს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს, გაყალბებაზე საუბრობს და საპროტესტო აქციებს მართავს.