“მაკრონი შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელს მიმართავს და მოთხოვნებს უყენებს” – მარგველაშვილი

ემანუელ მაკრონის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წაყენებული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი სანქცირების ბერკეტს აამოქმედებს.
ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ნათელყოფს დასავლეთის ურთიერთობას ჩვენთან. ისინი არ აღგვიქვამენ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოდ. საოკუპაციო რეჟიმის ბანდფორმირების, თუ შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელს მიმართავს და მას მოთხოვნებს უყენებს დასავლური სამყაროს წარმომადგენელი. ეს არის მნიშვნელოვანი, ნიშანდობლივი. ასეთი ტიპის მოთხოვნა თუ დარჩება უპასუხოდ, არის პირდაპირი შეურაცხყოფა არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ საფრანგეთის. ამის უგულებელყოფის შემთხვევაში, პასუხს კონკრეტული სანქციების ფორმით მიიღებენ და საფრანგეთს ამის რესურსი გააჩნია”, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში