მაკრონი უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტებზე შეზღუდვის მოხსნაზე: კარგი გადაწყვეტილებაა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ უკრაინისთვის რუსეთში, კურსკის ოლქში ამერიკული წარმოების შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით -მ “კარგი გადაწყვეტილება” მიიღო.

ამის შესახებ მაკრონმა რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის (G20) სამიტზე ისაუბრა.

მაკრონის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი ს მიერ ომში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვის გამო გადადგა.

“რუსეთი არის ერთადერთი ძალა, რომელმაც ესკალაციური გადაწყვეტილება მიიღო. […] ნამდვილად ამ გარდატეხამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება”. – თქვა მაკრონმა რეპორტიორებთან საუბრისას.

მანამდე, ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ ცნობებს კრემლის სპიკერი, გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ასე ბაიდენის ადმინისტრაცია “დაძაბულობის ესკალაციას” ცდილობს. მისივე თქმით, “ეს თვისებრივად დაძაბულობის ახალი ფაზაა და თვისებრივად ახალი სიტუაციაა აშშ-ს მიერ ამ კონფლიქტში ჩართვის თვალსაზრისით”.

“თუმცა ცხადია, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია, რომელიც მალე ჩანაცვლდება, მიზნად ისახავს, რომ ამგვარი ნაბიჯები გადადგას, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმა გააგრძელოს და ამ კონფლიქტის გარშემო არსებული დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია მოახდინოს”. – თქვა პესკოვმა.

ბრაზილიური გაზეთი O Globo-ს ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე უკრაინის ომზე ისაუბრა და დაადასტურა მანამდე გავრცელებული ცნობა, რომ აშშ-მ ს კურსკის ოლქში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნება დართო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – პირველი მესიჯი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ევროკავშირში გვყავდეს – მეორე მესიჯი: პასუხს ვაგებინეთ რუსეთს აგრესიის დანაშაულისთვის