“საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ნაპოლეონის სამხედრო წარმატებების იმიტაციას ცდილობს, უკრაინაში 2000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში” – აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური [SVR]
“ლეგიონერები უკვე განლაგებულნი არიან პოლონეთის სასაზღვრო რეგიონებში და საბრძოლო მომზადებას გადიან. ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევაში, პარიზი გეგმავს მათი უკრაინის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორებად წარდგენას” – აცხადებს რუსული დაზვერვა.




