მაკრონი: სამშვიდობო გეგმის საბოლოოდ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინისა და ევროპის მონაწილეობით

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხში დარეგულირების გეგმა საბოლოოდ შეიძლება შეთანხმდეს მხოლოდ კიევისა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით, ვინაიდან ევროპელები არიან გარანტები და საქმე ეხება ევროკავშირის ტერიტორიის უსაფრთხოებას.
რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხებს, მაკრონის სიტყვებით, მხოლოდ უკრაინას შეუძლია მის შესახებ მსჯელობა მოლაპარაკებებზე, ომის დასრულების შემდეგ.
„რუსეთისგან არ გვაქვს იმის არავითარი სიგნალი ან მტკიცებულება, რომ ის აგრესიას შეწყვეტს. უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ტერიტორიული საკითხის განხილვა, ვინაიდან ეს მისი საკუთარი ტერიტორიაა, რომელიც საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული და ის სუვერენულია,“ აღნიშნა მაკრონმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„რაც შეეხება გაყინულ რუსულ აქტივებს, უსაფრთხოების გარანტიებს, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას – ამის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ მოლაპარაკებების საერთო მაგიდასთან, ევროპელებთან ერთად,“ დასძინა მაკრონმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს