მაკრონი: მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე

დემოკრატიის ევროპული მოდელი, ასევე, არის განხილვის საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა დემოკრატიაზე, კიბერშეტევები, ამომრჩევლის მოსყიდვა, მანიპულაცია, ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა, მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და იმედი მაქვს, რომ საქართველო განამტკიცებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს.