“მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე.
გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას.
გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოვებს”, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისალოც პოსტს 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს.