მაკრონი და შოლცი: საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიდის

საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. მათი თქმით, დასანანია, რომ “ქართული ოცნება” რუსული კანონით ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მიდის.
“ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად ვართ შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება.
ჩვენი ქვეყნები საქართველოს ევროპული გეზის მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ და არიან. ჩვენი, ორივეს სახელმწიფოები, აქტიურად უჭერდნენ მხარს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 2023 წლის დეკემბერში.
ძალიან დასანანია, რომ საქართველოს მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან ვიღებთ გზავნილს, რომ მათ გადაუხვიეს ამ გზას, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების, ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ წავიდნენ და მიიღეს ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი.
საქართველოს რომ გეზი ევროპისკენ აქვს, ეს უკვე გაწერილია, მაგრამ სვლის ტემპი და ტრაექტორია საქართველოზეა დამოკიდებული”, – ნათქვამია შოლცისა და მაკრონის ერთობლივ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ