მაკრონი და მერცი ურთიერთობების ახალ ეტაპზე შეთანხმდნენ, აცხადებს წყარო

საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კონსერვატორთა ლიდერი ფრიდრიხ მერცი პარიზში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ფრანგულ-გერმანულ ურთიერთობებში ახალი თავი გახსნან, განაცხადა მერცის გარემოცვის წევრმა ახალი ამბების სააგენტო “როიტერთან” საუბარში.
„შეთანხმება ფართოა და არაერთი ახალი ერთობლივი ინიციატივის საფუძველი იქნება,” – აღნიშნა წყარომ და დაამატა, რომ ოთხშაბათს ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრა მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა.
მაკრონმა, რომელიც ორშაბათს ვაშინგტონში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, ოთხშაბათს დილით ევროკავშირის ლიდერებს ამ მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრა.
მერცი, რომლის პარტიამაც გასულ კვირას გერმანიაში ვადამდელ არჩევნებში პირველი ადგილი მოიპოვა, სავარაუდოდ, შეეცდება კოალიციის შექმნას მოქმედი კანცლერის, ს, სოციალ-დემოკრატებთან, რომლებმაც მესამე ადგილი დაიკავეს.
მერცმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში და რაც შეიძლება სწრაფად განავითაროს დამოუკიდებელი თავდაცვისუნარიანობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანატოლი გიგაურის ადვოკატი – ორი მიმართულება აქვს მოსამართლეს, ან ბრალდებული უნდა გამართლდეს, ან უნდა გაამტყუნოს – მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არის, მაინც იმისკენ ვიხრები, რომ ან გაამართლებს ან გაამტყუნებს

ლევან სანიკიძე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე – ბიძინა ივანიშვილი რომ სანქცირებულია, მილიარდობით დოლარი რომ დაკარგა და გაეყინა, ახლა დაკავებულია ამ მოპარული, „ქეში“ ფულის ამოღებით