მაკრონი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას ჩქარობს

საფრანგეთის პრეზიდენტი ხუთშაბათს მოკავშირეებს და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს ხვდებოდა. მას სურს სწრაფად დანიშნოს ახალი პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც უკიდურესად მემარჯვენე და მემარცხენე კანონმდებლებმა მიშელ ბარნიეს უმცირესობის მთავრობა დაშალეს.
ფრანსუა ბეირო, რომლის სახელიც ფრანგულ მედიაში ბარნიეს შესაძლო მემკვიდრედ ხშირად ფიგურირებდა, „ლე პარიზიენის“ და სხვა მედიის ცნობით მაკრონს ლანჩზე უნდა შეხვედროდა. ბეირო ვეტერანი ცენტრისტი პოლიტიკოსი და მაკრონის ახლო მოკავშირეა. პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატად თავდაცვის მინისტრი სებასტიენ ლეკორნუც სახელდება, თუმცა მაკრონთან მისი შეხვედრის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
წყაროებმა სააგენტო „როიტერს“ უთხრეს, რომ მაკრონს პრემიერის შემცვლელის სწრაფად, პარიზის ღვთისმშობლის აღდგენილი ტაძრის გახსნის ცერემონიამდე დანიშვნა სურს. მოსალოდნელია, რომ ცერემონიას მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, -ის არჩეული პრეზიდენტი ც დაესწრება.
ბარნიე, ვეტერანი კონსერვატორი, რომელიც პრემიერი სულ სამი თვის წინ გახდა, მაკრონის მიერ მისი გადადგომის დადასტურების შემდეგ, საფრანგეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით მოქმედი პრემიერი გახდება.
საფრანგეთში პოლიტიკური არეულობა კიდევ უფრო ასუსტებს ევროკავშირს, რომელიც გერმანიის კოალიციური მთავრობის ჩამოშლის გამო ირყევა და ეს ყველაფერი ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის