მაკრონი აცხადებს უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების გეგმას, ამბობს, რომ შეძლებს ითანამშრომლოს ტრამპთან

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 16 იანვარს გამოაცხადა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი გრძელი რადიუსის რაკეტების და ბომბების მიწოდებას უკრაინისთვის. ამასთან, მაკრონმა მიანიშნა, რომ შეძლებდა თანამშრომლობას დონალდ ტრამპთან, თუკი ამ უკანასკნელს კვლავ აირჩევენ -ის პრეზიდენტად.
“მე ვთანამშრომლობ ლიდერებთან, რომლებსაც ხალხი მაძლევს” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
მაკრონის თქმით, იმის მიუხედავად თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში, ევროპა უნდა მოემზადოს შესაძლებლობისთვის, რომ აშშ-ის პრიორიტეტები შესაძლოა სხვაგან იყოს.
შეერთებულ შტატებს და საფრანგეთს საერთო ღირებულებები აქვთ, მაგრამ მისი “პირველი პრიორიტეტი საკუთარი თავია”, მეორე – ჩინეთიო, განაცხადა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

გერმანიის საელჩო – იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში