“მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთი აშშ-ის ვასალი არ იქნება და კითხვას არავინ უსვამს…” – ვისი ვასალი (არ) უნდა იყოს მაჭარაშვილს?

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, განაცხადა:
როდესაც საფრანგეთში ანალოგიური კანონი უფრო მკაცრი სანქციებით განიხილება და არავინ ეუბნება, თუ რატომ იღებენ რუსულ კანონს საფრანგეთში, მაშინ როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანა -ის ვასალი არ იქნება და კითხვას არავინ უსვამს, თუ რატომ ამბობს ამას, ეს არის რეალური ორმაგი სტანდარტი. სხვათა შორის, ხალხი ამას ხედავს არამარტო საქართველოში არამედ უცხოეთშიც. ჩვენ არაერთ უცხოურ სააგენტოებზე შევხვდებით, რომ საქართველოს მიმართ არასწორი მიდგომებია. მაშინ, როცა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი კრიტიკის საგანი გახდა, მსგავს კანონს ევროკავშირის წევრ საფრანგეთში განიხილავენ. უცხოური გავლენის დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტი დაინიცირდება ნატოს წევრ თურქეთშიც, რომელიც საქართველოსთან შედარებით გაცილებით მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს, მათ შორის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ანალოგიურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს სერბეთი.

ასევე დაგაინტერესებთ