“მაკრონებმა, სტარმერებმა და ფონ დერ ლაიენებმა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მყისიერად შეიცვალეს პოზიცია” – სერგეი ლავროვი

ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ, მკვეთ­რად შეც­ვა­ლეს აზრი, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.
მისი თქმით, მარ­ტის და­სა­წყის­ში, კი­ევ­მა პირ­ვე­ლად გა­მო­ა­ცხა­და მზად­ყოფ­ნა, 30-დღი­ან ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და­თან­ხმდეს და მო­ი­თხო­ვა მოს­კო­ვის და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი თან­ხმო­ბა.
“მაკ­რო­ნებ­მა, სტარ­მე­რებ­მა და ფონ დერ ლა­ი­ე­ნებ­მა მა­შინ­ვე და­ი­წყეს ყვი­რი­ლი, რომ ახლა “ბურ­თი” რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მო­ე­დან­ზეა. თუმ­ცა სამი დღით ადრე ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ არა­ნა­ი­რი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა და რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დაჯ­დო­მამ­დე სა­ჭი­როა უკ­რა­ი­ნის [ია­რა­ღით] “გა­ტენ­ვა“, რათა მას ძა­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ემოქ­მე­და. მყი­სი­ე­რად შე­იც­ვა­ლეს პო­ზი­ცია, რო­გორც კი ქარი შე­იც­ვა­ლა“, – აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.