მაკო გომური – დიდი იმედი არ მაქვს, რომ დამნაშავეებს 6 წლის მერე მიაგნებენ, ამისთვის ძალიან დიდი დრო ჰქონდათ – სისტემური დანაშაული იყო და სისტემაში ვინც იყო, თითოეული პირის პასუხისმგებლობა იყო

დიდი იმედი არ მაქვს, რომ დამნაშავეებს 6 წლის მერე მიაგნებენ. ძალიან დიდი დრო ჰქონდათ ამისთვის , – ამის შესახებ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულმა მაკო გომურმა საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მაკო გომურის თქმით, 2029 წლის 20-21 ივნისს, რაც მოხდა, სისტემური დანაშაული იყო და ეს თითოეული პირის პასუხისმგებლობაა, ვინც ამ სისტემაში იყო.
„ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ თვითონ ცხელ კვალზე ემუშავათ და დამნაშავეებისთვის მიეგნოთ. სისტემური დანაშაული იყო და ამ სისტემაში ვინც იყო, თითოეული პირის პასუხისმგებლობა იყო ეს დღე. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, მგონია, რომ თანდათან ყველა ადამიანი თავის წილ პასუხს აგებს და დაიწყო უკვე – ადამიანს იბარებენ კომისიაზე და სთხოვენ იმ ფაქტზე პასუხისმგებლობის აღებას, რაც უშუალოდ მისი პასუხისმგებლობა იყო. შესაბამისად, არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ რაღაციდან ოდესმე დაიძვრენს თავს“, – განაცხადა მაკო გომურმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული მაკო გომური.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება, კერძოდ საქმე 2019 წლის 20 ივნისს ე.წ გავრილოვის ღამეს მიმდინარე მოვლენებს ეხება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ევროკომისიის წერილზე – ერთადერთი „კოზირი“, რაც აქვთ დარჩენილი, არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და რა გზით? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით