მაკო გომურის პირველი კომენტარი პროცესის შემდეგ – 20 ივნისის საქმე

მარტო 20 ივნისის დაზარალებულებისთვის არა, ზოგადად, ქვეყნისთვის პრეცედენტია, როდესაც ჩვენ ვასაჩივრებთ და დიდ პალატაში განიხილება. უკვე ისე ვართ მიჩვეული ჩვენს ქვეყანაში, რომ არსად გვისმენენ, არცერთი უწყება ჩვენ არ გვისმენს, არც სასამართლო, არც საგამოძიებო, არც პოლიცია გვისმენს, თითქოს რაც არ უნდა ვაბრახუნოთ და ვიყვიროთ, ყოველთვის აიგნორებენ ჩვენს მოთხოვნებს, თუნდაც ელემენტარული, რომ დაგვიცვან და მერე იძულებული ხარ, სხვაგან ეძიო სამართალი. ამჯერად გაგვიმართლა, მიიღო დიდმა პალატამ ჩვენი საქმე და დღეს განიხილეს. ჩვენ, უბრალოდ, გვინდა, რომ რაზეც წინა დასკვნაში არ ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული, ვთქვათ, გადაცდომა, წამება, ზედმეტი ძალის გამოყენება, ამაზე გვჭირდება, რომ დეტალურად ყურადღება იყოს გამახვილებული. რამდენად აღიარებს ჩვენი მთავრობა მათ გადაწყვეტილებას, არ ვიცით, მაგრამ როგორც გითხარით, უკვე პრეცედენტულია ეს შემთხვევა და საჭიროა, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენი სასამართლო არ წყვეტს ყველაფერს და არ ეუბნება ადამიანებს სიმართლეს. ერთადერთი ბერკეტი, რაც ჩვენ გვჭირავს ხელში, რომ არ გვაქვს ჩვენ როგორც მთავრობას აქვს, ძალის გამოყენების საშუალება, შესაბამისად, ერთადერთი რაც გაგვაჩნია, არის ის, რომ კანონის ძალით ვიბრძოლოთ და რისი საშუალებაც გავქვს, ბოლომდე მაინც მივიყვანოთ. თუ არ მოგვცემენ ამის საშალებას, ადამიანებს მაინც დავანახოთ, რომ კი, ვიბრძვით და სამართლებრივ ბრძოლას და დავას აქვს აზრი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს